სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად: მიმდინარე წლის იანვარ-მარტში...

“მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად: მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იმპორტი 5.3% – ით შემცირდა, ექსპორტი კი 9.3% – ით შემცირდა” – ლაშა ფარულავა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კომენტარს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილის პარტიის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად: მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იმპორტი 5.3%-ით, ექსპორტი კი 9.3%-ით შემცირდა!

საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოში პროდუქციის ექსპორტიც და იმპორტიც შემცირდა!

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.699 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1.326 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3.373 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მარტში, 2.047 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).

თუ რუსულ მთავრობასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკას არ შევცვლით, სინათლის წლებით ჩამოვრჩებით გლობალური ეკონომიკის მთავარ ტენდენციებსა და განვითარებას’’, – განაცხადა ლაშა ფარულავამ და სადემონსტრაციოდ ექსპორტის მიხედვით 2024 წლის იანვარ-მარტის კონკრეტული მონაცემების ცხრილს აქვეყნებს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...