სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაკახა კალაძე: "არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს, ქვა...

კახა კალაძე: “არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები”

ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გუშინდელ აქციის კონკრეტული მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოხატული პროტესტის რადიკალურ ფორმებს.

კახა კალაძის თქმით, ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ იმყოფებიან დილიდან საღამომდე, იცავენ წესრიგს. იცავენ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას პირველ რიგში და თქვენ ნახეთ, რომ მშვიდობიანად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, არანაირი პრობლემა არ იქმნება ამ მხრივ. მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ძალადობაზე, ესვრი ქვებს აგინებ, აბულინგებ (რისი კადრებიც არსებობს, როგორ ესროდნენ პოლიციელებს, როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ).

ჩვენ ხომ ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. აბა, ნახეთ, ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად პარიზის, გერმანიის, იტალიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, როდესაც პოლიციელს უპირისპირდებიან, რა რეაგირება მოსდევს ამას. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე. არავის არ აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები და ევროპული დამოკიდებულებები.

ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქციაზე კონკრეტულ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ დასაგმობია ყველანაირი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის:

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ. აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ მშვიდობიანი გზით თავის პროტესტს, შეხედულებას.

შეიძლება ვიღაცა რაღაცაში არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ეს მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი გზით. მაგრამ, ის, რაც გუშინ ვიხილეთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ვიცით, ვინც დგას ამ ჯგუფების უკან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არის დონორი ორგანიზაციები, ყველაფერი ცხადია და ნათელია.

ძალიან სამარცხვინო იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...