ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მაშინ რომ არ მოგვეგო, ამ კაცს მოკლავდნენ,...

“ჩვენ მაშინ რომ არ მოგვეგო, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ” – ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ თამაზაშვილსა და მის ოჯახზე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერის ოჯახთან მიმართებაში მედიაში გასულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით:

,,მართლაც მეუხერხულება ამ საკითხზე საუბარი. საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ის, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია პირადად ჩემს წინააღმდეგ, რათა რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია ჩემი სახელის და ზოგადად ჩემი ოჯახის. ეს არახალია.

იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა [,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”] ხელისუფლებამ. რომ არ მოგვეგო ჩვენ მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ.

პოლიტიკაში მოსვლის დღიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ. ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა.

მეორე, იცით, რომ რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი პოლოტიკაში, მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი – გააგრძელეს და ისევ აგრძელებენ ამ კამპანიას.

მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, სამწუხაროდ, რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი! ასე, რომ ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული.

თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს და, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ინფომარციისთვის: ტვ ,,პირველის” ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის ,,შაბათში”, საგამოძოებო ჟურნალისტიკის ფორმატში, კონკრეტული რეპორტაჟები მომზადდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით.

ასევე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ამ კაცს მოკლავდნენ” – სავარაუდოდ გულისხმობს მის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელიც 2012 წელს საპატიმროში იხდიდა სასჯელს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...