ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის დასანქცირების მიზეზი არ არსებობს,...

კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის დასანქცირების მიზეზი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი და მუქარა

საქართველოს დასანქცირების არანაირი მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიენის განცხადებას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, მან ვერ მოისმინა ოპონენტებისგან საფუძვლიანი არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე:

ჯერ ერთი, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა. ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა – ასე შევაფასებდი.

რა აქვს კანონს პრობლემა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრებასთან, სამართლიანობასთან დაკავშირებით? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის ხელს გამჭირვალობა და აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე.

ერთადერთი, რა შეფასებასაც ვისმენ, არის „რუსული“. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებიც ასევე ორმაგ სტანდარტს შეიცავს.

კანონპროექტის ერთადერთი მოთხოვნა არის გამჭირვალობა. ცხადია, რომ მათ არ სურთ კანონის მიღება იმიტომ, რომ გამჭირვალობა არ არის მისაღები მათთვის. კონკრეტული ევროპარლამენტარები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, იმიტომ, რომ ე.წ. დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, პოლარიზაციის გაღრმავებას.

ერთი მხრივ, ხელისუფლებას მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, უნდა შევამციროთ დაპირისპირება და დავათბოთ ურთიერთობები, მეორე მხრივ კი აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გადასულები არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღვივებაზე, სიბინძურეზე. თუ კი რამე ბოროტება არსებობს, თუ კი რამე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოს, ამას აფინანსებენ და არ უნდათ, ეს გახდეს თვალსაჩინო და საჯარო ყველასთვის. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ამას გვიფუთავენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ის სამარცხვინო განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, იმ პრინციპებზე, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია – ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა – ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფეხქვეშ იყო გათელილი და ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მაშინ გვაჯერებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი იყო „დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...