ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა ნათელაშვილი: "ბიძინა ივანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის...

შალვა ნათელაშვილი: “ბიძინა ივანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას და საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას, რათა იგი წარდგენილი იქნას საერთაშორისო ტრიბუნალზე”

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე მწვავე განცხადებას აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მის დაპატიმრებას მოითხოვს:

,,ივანიშვილი აპირებს, მეოთხედ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია გაყალბებისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით, რის შემდეგაც მიჰყიდოს საქართველო მოსკოვს. ამ სიტუაციაში საჭიროა მთელი ეროვნული ენერგიის გაერთიანება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობიდან აუცილებელია არა თერაპიული, არამედ ქირურგიული ჩარევა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ იქნა დაპატიმრებული საკუთარ სასახლეში პანამის დიქტატორი ნორიეგა, რომელმაც შემდგომ ციხეში დაამთავრა თავისი ცხოვრება. სწორედაც, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ქართული სახელმწიფოს შესყიდვა, მძევლად აიყვანა ჩვენი ხალხი, გადაიქცა რეგიონში მთავარ ნარკო-ბარიგად, იარაღის კონტრაბანდისტად, ბიტკოინებით შავი, რუსული ოლიგარქიული ფულის გამთეთრებლად; სწორედ, იმის გამო, რომ იგი ამ წუთში არის პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში – ბიძინა ივანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას და საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას, რათა იგი წარდგენილი იქნას საერთაშორისო ტრიბუნალზე ყველა საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი ნორმების დაცვით.

იმავდროულად, ჩვენ ვთხოვთ ვაშინგტონსა და ბრიუსელს დაასანქციროს იდეოლოგიური იარაღი ივანიშვილისა, ტელეკომპანია ,,იმედის”, ,,პოსტივის” და სხვათა სახით. აიკრძალოს მათი ტრანსილირება თანამგზავრული სისტემებიდან, წაიშალოს მათი გვერდები სოციალიურ ქსელებში.

საჭიროა, გამოაცხადოთ დიდი ჯვაროსნული ლაშქრობა სიმართლისათვის, მომავლისათვის, საქართველოს გადარჩენისათვის მთელი მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერით რათა, ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურად მიწის პირისგან აღიგავოს პროპუტინისტური მოღალატე ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ამდენი ვნება აქვს კიდევ დაგეგმილი ჩვენი ულამაზესი და უდიდესი ქვეყნისთვის”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...