ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი...

გიორგი ვაშაძე – დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ – არა რუსულ კანონს და კი ევროკავშირს! ეს არის ჩვენი არჩევანი

არამარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ ყველანი იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უთაისში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით გუშინდელი აქციის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და სპორტსმენებს დაუპირისპირდა. მისივე განცხადებით ძალამ, რომელსაც უნდა ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდროს საქართველოში, კვლავ უკან შემოიტანა ეს რეპრესიული კანონი:

მოგესალმებით ქუთაისიდან, მივესალმები სრულიად საქართველოს. ყველანი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით, კიდევ ერთხელ ქართველ ერს მოუწევს უარი თქვას რუსულ კანონზე.

თითქოსდა შარშან ყველაფერი დამთავრდა, როცა ქართველმა ხალხმა უკუაგდო რუსული კანონი და ჩვენ გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მაგრამ სამწუხაროდ ძალამ, რომელსაც უნდა ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდროს საქართველოში, კვლავ უკან შემოიტანა ეს რეპრესიული კანონი. კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, კანონი, რომელზეც არ დარჩენილა არცერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო თუ ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსი ევროკავშირში, ამერიკაში, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი იარსებებს საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით სვლას.

ამიტომ დღეს ქუთაისიდან კიდევ ერთხელ ყველანი ვამბობთ – არა რუსულ კანონს და კი ევროკავშირს! ეს არის ჩვენი არჩევანი.

გუშინ რუსთაველის გამზირზე სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა.
დღეს კი აქ ქუთაისში მინდა ვთქვა, არამარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უნდა გავერთიანდეთ ყველანი იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

ხელისუფლება გუშინდელი აქციის შემდეგ უპირისპირდება ახალგაზრდებს, დაუპირისპირდა ხელოვანებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ ფაქტობრივად მტრად გამოაცხადეს ჩვენი ფეხბურთელი ბიჭები, რომლებმაც მართლაც მთელი საქართველო გაგვახარეს. სულ რაღაც ერთ თვეში ისინი გვასახელებენ ევროპის ჩემპიონატზე და დიახ მათთან ერთად ჩვენ შევალთ ევროკავშირში.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ჩვენ ვართ ყველანი ერთიანი, ძლიერი იმიტომ, რომ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...