ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია,...

“ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული” – მიხეილ სააკაშვილი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი “რუსულ კანონს” უწოდებს, პარლამენტში ინიცირების გამო 9 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას – “თავისუფლების მარშს”, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით და მოწოდებებით, ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით!

მივესალმები გუშინდელი “თავისუფლების მარშის” მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.

ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს “რუსული კანონი”.

ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება.

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში რუსეთის არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.

ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.

P.S. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...