შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის "ნაცი",...

“ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის “ნაცი”, გახარიას პარტიის წარმომადგენელი” – კახა კალაძე

ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას.

ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა საქართველოში გვინდა. ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, აქ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენს ქვეყანაში. რა არის ევროპა, რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ის დგას: სამართლიანობა, განსხვავებული აზრის მიღება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ევროპა მინდა“ და „ევროპული მომავალი მინდა“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე და ა.შ. ჩვენ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი. დღესაც ხომ გრძელდება ეს ბრძოლა. ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩორაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...