ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს რომ "ოფშერებში" ფული აქვს და საქართველოში...

“ბიძინა ივანიშვილს რომ “ოფშერებში” ფული აქვს და საქართველოში რიცხავს, მაგალითად, “ქართუ ფონდი” უნდა იყოს თუ არა გამჭირვალე?” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით:

,,ხვალ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ და გამჭვირვალობა დავიწყოთ საქართველოდან. საქართველოში ბიუჯეტის ხარჯვა არ უნდა იყოს გამჭვირვალე?

მე გეკითხებით – ღარიბაშვილის მამა როგორ გახდა მილიონერი, არ უნდა იყოს გამჭვირვალე? როგორ გახდა, 30 მილიონერი მაჟორიტარი რომ ჰყავს ,,ქართულ ოცნებას”, საიდან იშოვეს ამ ხალხმა ეს ფული, არ უნდა იყოს გამჭვირვალე? მე არ მესმის ეს ფარისევლური განცხადება – თურმე ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფულის გამჭვირვალობა უნდა ვაკონტროლოთ და საქართველოს ფულის გამჭვირვალობა არ უნდა მოვახდინოთ?

ბიძინა ივანიშვილს რომ ,,ოფშერებში” ფული აქვს და საქართველოში რიცხავს, მაგალითად, ,,ქართუ ფონდი” უნდა იყოს თუ არა გამჭირვალე? სად არის, აბა, მოთხარით? ერთი ხაზი მითხარით, რას აკეთებს ,,ქართუ ფონდი”, ვინმემ იცის?!

ევროკავშირის წევრი როცა გახდება საქართველო და მივდივართ ევროპისკენ, არ შეიძლება ევროკავშირს ვუწესებდეთ გამჭვირვალობის სტანდარტს!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...