spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დღე "ქართულ ოცნებას" არ...

“დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დღე “ქართულ ოცნებას” არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად” – ნიკა გვარამია

პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ,,ქართული ოცნების’’ მიერ დაინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს:

,,დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დღე ,,ქართულ ოცნებას” არ ელოდება, ერთმნიშვნელოვნად იმიტომ რომ, როდესაც რუსეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამ უნდა იცოდე, რომ:

ა) დასავლეთისკენ აღარ მიგესვლება;
ბ) დასავლეთიც გადმოდგამს ნაბიჯებს, რომელსაც იმსახურებ.

ეს ასეა – დასავლეთი ყოველთვის დგამს იმგვარ ნაბიჯებს, როგორსაც იმსახურებ. იმსახურებ უფრო მეტ ინტეგრაციას, დახმარებას, მხარდაჭერას მაშინ ის დგამს შემხვედრ ნაბიჯებს; იმსახურებ რუსეთთან ინტეგრაციის გამო მწვავე დამოკიდებულებას, მაშინ ის გადადგამს ამგვარ ნაბიჯებს.

ასე, რომ არაფერი გასაკვირი არ არის, ერთადერთი ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს წესით და რიგით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...