ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საჯარო სექტორში - "ქოცობაც" და "ნაცობაც", ერთხელ და...

“საჯარო სექტორში – “ქოცობაც” და “ნაცობაც”, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” საჯარო სექტორში მომუშავე პერსონალს მიმართავს:

,,მე მინდა, საჯარო მოხელეებს, პირველ რიგში, მოვუწოდო, ემსახურონ სახელმწიფოს და არა პარტიას. მინდა, მათ იცოდნენ, რომ პირველი, რაც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას დღეს სჭირდება, საჯარო სექტორში – ,,ქოცობაც” და ,,ნაცობაც”, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს.

მე ვიცი, რამდენი აქვს ამ ხალხს ნაშრომი იმისთვის, რომ ჩვენ ასე ახლოს მივსულიყავით ევროკავშირთან. ყველაზე დიდი ამორალურობა არის ის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღეს სახელმწიფოსი საჯარო სექტორს აშანტაჟებს – ელემენტარული, სამუშაო ადგილით და ხელფასით.

მე მესმის მათი მორალური დილემა დღეს. მინდა მოვუწოდო მათ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დაზიანდეს. ყველფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ სწორი არჩევანი გააკეთონ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ პოლიტიზირებული საჯარო სექტორი უნდა დაუტოვოს ისტორიას. სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ამიტომ, მათ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...