ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ: თქვენ უსამართლოდ იქცევით და...

“ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ: თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა” – ირაკლი ზარქუა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა ,,ქართული ოცნების’’ მიერ დაინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს:

,,როდესაც თქვენს კანონს, უცხოური აგენტების შესახებ, – FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობით გველაპარაკოთ.

თუ ამის გამო, ჩენი ქვეყნის ინტერესებს, რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს. იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში სტრასბურგმა თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართლები, შეცდომაში ხართ შეყვანილი. უნდა მოეხსნათ სანქციები ჩვენს მოსამართლეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და მთელი საქართველო ჩავთვლით, რომ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა.

ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, – დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ? თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა! ეს არ არის პარტნიორული მიდგომა! ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...