spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიმშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ კიდევ ერთი მუშის სიცოცხლე...

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ კიდევ ერთი მუშის სიცოცხლე შეიწირა

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, 26 წლის მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, როგორიცაა ქალა ტვინის ტრამვა, სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის  შეშუპეპა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, რომელიც უკვე დადრენაჟებულია. ასევე არის შოკური მდგომარეობა, სამქულიანი კომა.

ამ ეტპისთვის პაციენტი არის რეამინაციულ განყოფილებაში და შედარებითი სტაბილიზაციის პირობებში, შემდგომში უკვე იგეგმება ტრამვატოლოგიური ჩარევა. რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპისათვის შეუძლებელია. მდგომარეობა ამ მომენტში უმძიმესია, კრიტიკულია მისი მიმდინარეობა და სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია“, – აცხადებს ანეზთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ხათუნა ხუფენია.

უბედური შემთხვევიდან გამომდინარე მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უსაფრთხოების არაერთი კრიტიკული დარღვევის გამო მშენებლობა შეაჩერეს.

მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს უამრავი სამშენებლო კომპანია და როგორც იცით, შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სდანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას.

ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა,” – განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...