ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ავტორი ამ ყველაფრის, ივანიშვილი, საერთოდ დამალულია" - გიორგი...

“ავტორი ამ ყველაფრის, ივანიშვილი, საერთოდ დამალულია” – გიორგი გახარია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

,,გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის მომხრეები ვართ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესში, ნებისმიერი მიმართულება უნდა იყოს გამჭვირვალე, მაგრამ სასაცილო და ღიმილის მომგვრელი არის ის, რომ გამჭვირვალობისკენ მოგვიწოდებს ის ხალხი, რომლებსაც ვერ მივაღებინეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომ ოჯახის წევრები და მშობლები, რომლის საშუალებითაც კორიფციულად მოპარულ ფულს იყენებენ თავიანთი ფეშენებელური ცხოვრების დასაფინანსებლად, ეს კანონმდებლობა, რომ მათ დეკლარაციაში მოხვდეს. ეს ხალხი ახლა ვიღაცებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ.

ამხელა კამპანია, ხელახალი, დაწყებული და არცერთი ქვეყნის პირველი პირი – არც ყოფილი პრემიერი, არც დღევანდელი პრემიერი, რომლებმაც პირდაპირი ვალდებულება აიღეს, რომ ამ კანონს არავინ არ დაუბრუნდებოდა, – არ ჩანს. საბოლოო ჯამში, ავტორი ამ ყველაფრის, ივანიშვილი, საერთოდ დამალულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...