ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ დაადგეს საქართველოს ეროვნული...

“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ დაადგეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის გზას და მან კვლავ შემოიტანა “რუსული კანონი” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ დაინიცირებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ,,რუსულ კანონს” უწოდებს:

,,სამწუხაროდ ,,ქართულმა ოცნებამ’’ გადაწყვიტა, რომ დაადგეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის გზას და მან კვლავ შემოიტანა ,,რუსული კანონი’’, როგორც იცით და ბოლო დღეებია აწყდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მძიმე განცხადებები.

ეს იქნება ევროპარლამენტარები, ევროპული ინსტიტუციის წარმომადგენლები, სენატის, კონგრესის წარმომადგენლები, სახელმწიფო დეპარტამეტი, ჰელსინკის კომისია, ნატოს გენერალური მდივანი, ფაქტობრივად ჩვენი მეგობარი ქვეყნები და აქ ყველაზე დიდი საფრთხე არის არა მხოლოდ ის, რომ უბრალოდ რაღაც განცხადებებით შემოიფარგლოს, არამედ ის ხელფასები, შემოსავალი რა ეკონომიკაც გვაქვს ყველაფერი შეიძლება თავზე დაგვენგრეს. ეს არის რეალობა, იმიტომ, რომ ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს სრული იზოლაცია მოახდინოს და შეაჩეროს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა.

ყველაზე საგანგაშოა განცხადებები, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები აკეთებენ კანდიდატის სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით. მე მაინც ვთხოვ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასე მძიმედ ნუ შევაფასებთ ამ წუთას არსებულ სიტუაციას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირში წევრობას. და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ დიახ, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს ხალხის ინტერესებს, შეიცვალოს’’,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...