შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა კითხვა დავუსვა ივანიშვილის პარტიას - მილიარდებს რომ...

“მინდა კითხვა დავუსვა ივანიშვილის პარტიას – მილიარდებს რომ ხარჯავთ სამედიცინო სექტორში, რატომ არ უმჯობესდება ექიმების, ექთნების, სანიტრების მდგომარეობა, რომლებიც ხშირად 200-300 ლარზე არიან?” – გიორგი ვაშაძე

თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები იმიტომ, რომ მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა“, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

ვაშაძის თქმით ჯანდაცვის სფეროში მილიარდობით თანხა იხარჯება, თუმცა ეს მედ პერსონალზე არ ისახება რადგან ამ მიმართულებით ქვეყანაში მონოპოლიაა

უმძიმეს ვითარებაშია სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ექთნები, სანიტრები. ხელფასები არის ძალიან დაბალი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასებია ამ მიმართულებით საქართველოში. მილიარდები იხარჯება და ექიმებამდე ეს არ მიდის.

თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები იმიტომ, რომ მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა.

მინდა კითხვა დავუსვა ისევ და ისევ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, – მილიარდებს რომ ხარჯავთ სამედიცინო სექტორში, რატომ არ უმჯობესდება ექიმების, ექთნების, სანიტრების მდგომარეობა, რომლებიც ხშირად 200-300 ლარზე არიან.

უმძიმესი ვითარებაა, რატომ არაფერი მათ და ყველაფერი თქვენ? იმიტომ, რომ ამ სექტორშიც არის მონოპოლია, ჯიბე ივსება მონოპოლიის წარმომადგენლების და ექიმი, ექთანი, სანიტარი ისევ და ისევ არის ყურადღების გარეშე და კაპიკებზე უწევთ მუშაობა უბრალოდ იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი და მოუარონ ჩვენს თანამემამულეებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...