საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით და პასუხობს პრეტენზიებს კანონის შემოტანასთან დაკავშირებით:
,,ჩემი პასუხია, რატომ?! როდესაც ერთი არგუმენტი არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია ენჯეო ორგანიზაციამ, მედიაორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით, რატომ არის ასე?
ყველას გთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, – ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან აქვთ თუ არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში – ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან’’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი