პარასკევი, აპრილი 26, 2024

შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში – ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, მამუკა ხაზარაძისა და ვანო ჩხარტიშილის შეხვედრაზე დასწრება აღიარა. ირაკლი შოთაძის თქმით, ამ შეხვედრას „შემთხვევით დაესწრო“, ამასთან ახსოვს, რომ შეხვედრა მეგობრულ და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ შოთაძეს კითხვა საპროკურორო საბჭოში, გასაუბრებაზე, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ დაუსვა. კერძოდ, მან ყოფილ მთავარ პროკურორს ჰკითხა – “ადასტურებთ, რომ თქვენ იმყოფებოდით ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ხაზარაძეც ესწრებოდა?” რაზეც შოთაძემ უპასუხა, რომ ადასტურებ ამ შეხვედრაზე ყოფნას, თუმცა აღნიშნა, რომ ივანიშვილთან იმ დროს მისი სტუმრობა არ ყოფილა მთავარი პროკურორის რანგში, არამედ როგორც კერძო პირი, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით:

უპირველესყოვლისა მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი, შემთხვევით დაემთხვა ის, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა გვქონოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე, რომ გაჟღერებულიყო ისეთი რაიმე გარემოება ან რომ მომხდარიყო რაიმე ფაქტი, მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, დავტოვებდი ამ შეხვედრას.

ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოში. საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე, ესე რომ ვთქვათ“, – იხსენებს ირაკლი შოთაძე.

საკითხის დაზუსტების მიზნით, ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს  ჰკითხა, თუ რა თანამდებობას იკავებდა იმ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი, რაც ირაკლი შოთაძე არ ახსოვდა და რომ იგი ივანიშვილთან, როგორც კერძო პირი ისე იმყოფებოდა.

ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ პროექტს, რომლის განხორცილებასაც ვფიქრობდი, შესაბამისად მე ამ შეხვედრაზე არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი და მოვხდი შემთხვევით, შესაბამისად ამ შეხვედრაზე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული