ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავების...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია.

ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში, მათ შორის, ასახულია სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს, როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.

კერძოდ, 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 81 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია – 28%. 2023 წელს გამოძიება სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია – 35%.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...