შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩემთვის "ჩალის ფასი" აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც...

ჩემთვის “ჩალის ფასი” აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო “დემოკრატიის შუქურა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ დროს კი, თუნდაც ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი არაარსებულ დემოკრატიაზე საუბრობდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია შიდა და გარე კრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, მისთვის ჩალის ფასი აქვს:

ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, გვინდა ევროპასთან მეტად დაახლოება. თუმცა, რა არის ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპი? ეს არის დაფუძნებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, გამჭვირვალობაზე, განსხვავებული აზრის მიღება-მოსმენაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე და ა.შ. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო გაფენილი.

აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების შეფასებებს ჩემთვის არაფრის ფასი აქვს. თუნდაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩალის ფასი აქვს. მათი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოდიოდა და გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“. ისინი თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ.

დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს და იმავეს გვიმტკიცებენ თავიანთი განცხადებებით თუ მიღებული გადაწყვეტილებით, რასაც აქვეყნებენ. საბოლოო ჯამში, მერე ვიგებდით, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის, იმ კანონით, რომელიც ამერიკაში უკვე წლებია მოქმედებს, გაიგო საზოგადოებამ თურმე როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...