spot_img
მთავარიინტერვიუ"საბავშვო ბაღების ძირითადი პრობლემა არის დაბალი ანაზღაურება, რომელიც...

“საბავშვო ბაღების ძირითადი პრობლემა არის დაბალი ანაზღაურება, რომელიც პრაქტიკულად საარსებო მინიმუმს უტოლდება” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით:

  • რა ძირითადი პრობლემებია საბავშვო ბაღებში და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

საბავშვო ბაღების ძირითადი პრობლემა არის დაბალი ანაზღაურება, რომელიც პრაქტიკულად საარსებო მინიმუმს უტოლდება, საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში აღმზრდელების, დამლაგებლების, მუსიკის მასწავლებლების ხელფასი და სირცხვილიც არის, რომ ამას ხელფასი ვუწოდოთ იმიტომ, რომ მათ შორის თბილისში, მეორე ცვლის აღმზრდელს 294 ლარად უწევს გაიტანოს თავი, არჩინოს ოჯახი – ეს არის მისი შემოსავალი და მისი ოჯახისთვის საარსებო წყარო.

ამიტომაც, არ უნდა გვიკვირდეს რატომ გარბის ამ ქვეყნიდან ასი ათასობით ადამიანი? რატომ იცლება საქართველო? და რატომ ეძებენ ჩვენი მოქალაქეები ემიგრაციაში თავშესაფარს და სამუშაო ადგილს?

საქართველოს მასშტაბით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელფასები მინიმუმ 2-ჯერ ჩამოუვარდება სომხეთის, უკრაინის იმ ხელფასებს, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომლებს აქვთ. უფრო დაზუსტებით, რომ ვთქვათ, მაგალითად ხონში, ხობში, თელავში ან თერჯოლაში, ნებისმიერ ამ მუნიციპალიტეტში ხელფასს არქმევენ 300 ლარს, ზოგ შემთხვევაში საერთოდაც 198 ლარი აქვს ადამიანს შემოსავალი და სახელმწიფო თითქოს ამით კმაყოფილია და იმ მატებასაც კი ამადლის, რომლითაც 10-15%-ით 100 ლარი მაინც უნდა მომატებოდა თითოეულს და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მაგალითად თერჯოლის რაიონში მხოლოდ 30 და 35 ლარით მოხდა ხელფასების მატება.

კრიტიკას ვერ უძლებს ის მდგომარეობა, ანაზღაურების თვალსაზრისით, რაც გვაქვს ბაღებში, სხვა პრობლემაა კიდევ გადატვირთული ჯგუფები, პრაქტიკულად ადამიანების გაწირვა იმისთვის, რომ გაიქცეს, თავს უშველოს და საკუთარი ოჯახის ხსნა იპოვოს ემიგრაციაში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...