შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, "ქართული ოცნება" უნდა შეიცვალოს,...

“ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, “ქართული ოცნება” უნდა შეიცვალოს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს” – ნიკა გვარამია

პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. ,,აგენტების კანონის’’, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ,,რუსულ კანონს’’ უწოდებს, პარლამენტში ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით:

,,მინდოდა ბრიფინგი პოზიტიურ ნოტაზე დამეწყო, მაგრამ ,,ქართული ოცნება’’ არ აძლევს ამ ქვეყანას პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ჩვენი ამოცანა იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერება ვიპოვოთ ამ ქვეყანაში ,,ქართული ოცნება’’ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

დღეს ,,ქართული ოცნება’’ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც, – ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია ,,ახალი’’ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი, ის რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში – ევროკავშირში.

დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა, ეს არის ხაფანგი მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და რომ ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩებში, გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილას სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას ამ ადამიანების, ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, ნუ ენდობით მათ ნურცერთ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან, ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს.

მინდა მივმართო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით ,,ქართულ ოცნებას’’, ,,ქართულ ოცნებას’’ აქვს ჩალის ფასი, იმიტომ რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ თმობს თავისუფლებას, არ გვაძლებს თავისუფლებას, იმას მაინც წაგვართმევს თუ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით და თუ თქვენ ძვირფასო დასავლელო მეგობრებო, ბოლომდე, არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას.

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დაუთმობთ ,,ქართულ ოცნებას’’, კვლავ ვიმეორებ ,,ქართული ოცნების’’ სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოვეთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ,,ქართული ოცნება’’ უნდა შეიცვალოს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩვენ გვინდა ცივილიზაციის წევრები ვიყოთ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, თუ ჩვენ გვინდა ბედნიერება ჩვენ უნდა მოვიქცეთ მხოლოდ ასე. ჩვენი პარტიის მიზანი ქართველი ერის გაძღოლა წინ ევროკავშირისკენ და ჩვენ ამას შევძლებთ’’, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...