პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,გირჩის“ მიერ ინიცირებულ და ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე, გენდერული კვოტის გაუქმებასთან დაკავშირებით:
,,ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, აქ იქნება ქალი თუ კაცი. დაიწყეს რაღაც ,,ფულის ტომარა კაცებიო’’ თუ რაღაც ასეთი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა, რაც ნუ არ ვიცი რა…
როგორ შეიძლება ადამიანი საუბრობდე ერთის მხრივ, ქალთა უფლებებზე და რომ სექსიზმი იყოს გამოწვევა და მეორე მხრივ თავად იყო სტიგმატიზებისა და სექსისტური გამონათქვამების ავტორი’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი