spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იქნება ,,ქართული ოცნებისთვის’’ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც...

“ეს იქნება ,,ქართული ოცნებისთვის’’ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ჩვენ მათთვის გვემეტება” – პაატა მანჯგალაძე

უცხოულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში დამკვიდრდა და შესაძლოა არჩევნებში დამარცხების შემდეგ მას შეუერთდეს ასევე მამა. თემაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით:

,,მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ მათ არ აქვთ კარგი მოლოდინი არჩევნების დროს, იციან ქართველი ხალხის განწყობა და ამიტომ წინასწარ იზღვევს თავს, იბევებს ადგილს, რომ უსაფრთხოდ იყოს.

მე პირდაპირ ვეუბნები არა თუ ივანიშვილს, არამედ ,,ქართული ოცნების’’ ყველა წარმომადგენელს, რომ არანაირი უსაფრთხოების პრობლემა მათ არ ექნებათ.

მათი სასჯელი იქნება, რომ ვაყურებინებთ როგორ ვაშენებთ ქვეყანას, როგორ ვაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ დაიწევს ფასები, როგორ ვაუქმებთ მონოპოლიას, როგორ ვაკეთებთ თავისუფალ სასამართლოს და როგორ გავხდებით ევროკავშირის წევრი.

ეს იქნება ,,ქართული ოცნებისთვის’’ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ჩვენ მათთვის გვემეტება’’,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...