,,გამარჯვების კოალიციის’’ ერთ-ერთი ლიდერი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ერთგვარ შედარებას ახდენს და აღნიშნავს, რომ დაბალი ხელფასებისა და არსებული გადასახადების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია ცხოვრება:
,,სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია 500-600 ლარად ცხოვრება: ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა.
უნდა ესმოდეს ხელისუფლებას ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში. მოსახლეობის უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი – ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ’’,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი