შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"12 წელია ხელისუფლებაში ხართ, რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის?!...

“12 წელია ხელისუფლებაში ხართ, რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის?! რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი?!” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს დღეისათვის ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს მმართველ პარტიას:

,,დღეს, საქართველოში N1 პრობლემა, უმუშევობასთან ერთად, არის დაბალი ხელფასები. დაბალი ანაზღაურება უდრის პირდაპირ უმუშევრობას და დღეს მინდა კონკრენტული მონაცემები წარმოგიდინოთ.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 261 700 – უმუშევარი ადამიანია, მაგრამ ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 63 653 ადამიანს, ამდენი ადამიანი მუშაობს 300 ლარამდე ხელფასზე. დღეის მონაცემებით, 300-600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი, ხოლო 600-900 ლარამდე საქართველოში დასაქმებული არის და მუშაობს 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი ფაქტობრივად უდრის უმუშევრობას და ფაქტიური უმუშევრობა საქართველოში არის 539 611 ადამიანი. ანუ წარმოიდგინეთ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში ფაქტობრივად არის უმუშევარი.

სწორედ ამიტომ არის, რომ 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ქვეყნიდან წავიდა ემიგრაციაში. გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი, რომ არაფერია და არაფერს არ ჰყოფნის ეს არის ფაქტი.

შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა: თქვენ რომ ამ ადამიანებს დასაქმებულებს ათვლით, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენ ოჯახებს არჩევნდით ამ ხელფასებით?! საკმარისი იქნებოდა ეს ხელფასები თქვენი ოჯახების რჩენისთვის, გამოკვებისთვის?!

საერთაშორისო მონაცემების შესაბამისად, თბილისში 4-სულიან ოჯახში 2 ადამიანს 2000-2000 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ხელფასი, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩაითვალოს, რომ ცხოვრობენ იმ გაზრდილი ფასების პირობებში, მათ აქვთ შესაძლებლობა თავისი ოჯახი არჩინონ.

შესაბამისად, მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის – რატომ ხდება ეს უსამართლობა?! რატომ არის, რომ ნახვარ მილიონზე მეტი ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად მცირე ხელფასს იღებს, რომ ფაქტობრივად ვერ ახდენს საკუთარი ოჯახის რჩენას და შემდგომ უწევს ემიგრაციაში წასვლა?! იმ ემიგრაციაში, რომელსაც ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ცინიკურად ელაპარაკება ემიგრანტებს.

გუშინ ამ ადამიანმა ემიგრანტებს უთხრა თუ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა ჩამოვიდნენ საქართველოში, გეგონებათ ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო წავიდა ან დასასვენებლად არიან წასულები უცხოეთში, ისე ესაუბრებიან და ისე ელაპარაკებიან ამ ადამიანებს, ჩვენს ემიგრანტებს.

კიდევ ერთხელ: ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად უმუშევარია ქვეყანაში იმიტომ, რომ ასეთი მცირეა ხელფასი, 300 ლარიან ხელფას ადრიან დასაქმებას, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და გვეუბნებიან, რომ ეს არის ის კარგი საქმე, რაც გააკეთა ამ პარტიამ ამ ქვეყანაში. ხალხო, 12 წელია ხელისუფლებაში ხართ, რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის?! რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი?! რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო?! რატომ არის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად უმუშევარი?! ეს არის რეალური ციფრები და რიცხვები, რაზეც თქვენ აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი! ნუ გადაგაქვთ თემა სხვა საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას არ აღელვებს.

დღეს საქართველოში N1 პრობლემა არის ფასების ზრდა, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, მიგრაცია, კატასტროფული შობადობის მდგომარეობა და ამ ყველაფერზე უნდა გასცეს პასუხი მმართველმა პარტიამ.

ამიტომ დღეს აქედან, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, გაგვეცით პასუხი ამ კითხვებზე: რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით – ხალხი ღარიბდება, ეკონომიკის ზრდაზე გველაპარაკებით – ეს ეკონომიკის ზრდა არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის და თქვენი გარემოცვისთვის, თორემ აგერ მონაცემები – ხომ 300–400-500 ლარზე უწევთ ადამიანებს მუშაობა. 400–500 ლარი გზაში არ ყოფნის ადამიანს, სამსახურში მივიდეს და სამსახურიდან წამოვიდეს.

ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრი ანებებს სამსახურს თავს და მიდის ემიგრაციაში. ეს არის ის კატასტროფული პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს და მონოპოლიები, რომლებიც ჩამოაყალიბეს ამ ქვეყანაში იმდენად ზრდიან ყველაფრის ფასს, რომ მაღაზიაში რომ შედის ადამიანი, ფაქტობრივად მისი ხელფასით ყოველ დღე უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტი მოსდის, ფაქტობრივად ვერ ყიდულობს პროდუქტს და უწევს არჩევნის გაკეთება – რა აჭამოს ბავშვს სახლში?! როგორ გაუშვას სკოლაში მშიერი?! და ეს არის მთავარი საფიქრალი, სტრესი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

კიდევ ერთხელ, აგერ კონკრეტული რიცხვები და ველოდებით პასუხს ხელისუფლების მხრიდან, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, იყოს დამარცხებული’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...