შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბეჟან ჯავახია: ჩვენ ვთქვით, რომ "ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიას"

ბეჟან ჯავახია: ჩვენ ვთქვით, რომ “ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიას”

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელსა და ღურნალისტებთან ემოციურ შეფასებას აკეთებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით:

,,დიდი დღეა დღეს – ქართველი ერის ერთიანობისა და დარაზმულობის დღეა! ისტორიის უწყვეტობის დღეა, დიდი წინაპრების გზების შემეცნების დღეა,

33 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ აგრძელებს ისტორიას, რომელიც შეწყვეტილი იყო 1921 წელს, როცა რუსული ოკუპაცია, საბჭოთა ოკუპაცია მოხდა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100%-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.

მომწონს იმიტომაც, რომ ეს იყო ისტორიის გაგრძელება, იმ უწყვეტი ათასწლოვანი ისტორიის გაგრძელება, რომელიც დაიწყო სადღაც ფარნავაზთან, მაგრამ ჩვენ კი არ გვითქვამს, რომ ,,ჩვენ დამოუკიდებელ, ახალ საქართველოს ვქმნით” ან ,,საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოს, ჩვენ ვთქვით, რომ ,,ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიას”.

ჩვენ მივიღეთ ესთაფეტა 1921 წელს შეწყვეტილი დამოუკიდებელი საქართველოს მემკვიდრეებისაგან და შევუდექით გზას დიადი მიზნისაკენ: აღგვედგინა 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი საქართველოს დაბრუნება, მისი გათავისუფლება საბჭოთა და ბოლშევიკური ოკუპაციისაგან და ეს შეძლო ჩვენმა თაობამ!!!

ამ ბრძოლის შეუდარებელი და უმამაცესი ლიდერი იყო და არის ზვიად გამსახურდია, დღეს ლეგენდად ქცეული ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, ის 85 წლის გახდებოდა!!!

ეს ბრძოლა არ დასრულებულა და არც არასოდეს გაწყდება. თავისუფლება დიდ თავგანწირვას მოითხოვს და მის შესანაჩუნებლად ბრძოლა კი მარადიულია და ეს ესტაფეტა გადაეცემა თაობიდან თაობას, ხოლო ეს ბრძოლის ისტორია არის ის, რაც აღვაგფრთოვანებს და ეს არის ის მეხსიერება, რაზედაც დგას თანამედროვე საქართველო.

გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, ვინც ამ ბრძოლის ავანგარდში იყო, იმ ადამიანებს, იქ უსასრულებაში გარდასულ მებრძოლებს, მათ წმინდა სულებს!!!

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ არც ხელისუფლება გვყავს და არც თავისუფალი მედია, რომელიც ამ დღეს აღნიშნავდეს შესაფერისად, მაგრამ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ერთობა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორისა და ჩვენი მომავლისათვის”, – განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...