ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“ქართველები უცხოეთში” – ბუდუ ზივზივაძე

ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი – ბუდუ ზივზივაძე დაიბადა 1994 წლის 10 მარტს ქუთაისში. იგი საქართველოს ნაკრებისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის, საფეხბურთო კლუბ ,,კარლსრუეს’’ თავდამსხმელია.

ბუდუმ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის ,,იმედის’’ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა;
2011 წელს თბილისის ,,დინამოში’’ გადავიდა;
2015 წელს უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში;
2017 წელს მან კონტრაქტი გააფორმა დანიურ კლუბ ,,ესბიერგთან’’, 2018 წელს კი იჯარით დინამო თბილისში დაბრუნდა;
2019 წელს მან უნგრეთის საფეხბურთო კლუბ ,,მეზოკოვეშდთან’’ გააფორმა კონტრაქტი;
2020-2023 წლებში ისევ უნგრეთშია და კლუბ ,,ფეჰერვარში’’ განაგრძო თამაში;
2023 წლის 31 იანვარს ბუდუმ კონტაქტი გააფორმა გერმანიის საფეხბურთო კლუბ ,,კარლსრუესთან’’.

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს შედგა, დუბაიში უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ა.წ. 21 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშში, ბუდუ ზივზივაძის 2 გოლი, რამაც საქართველოს ნაკრებს, საბერძნეთის ნაკრებთან გადამწყვეტი თამაშის უფლება მოუტანა.

რაც შეეხება ბუდუს პირად ცხოვრებას, ბუდუმ ოჯახი წლების წინ შექმნა, მისი მეუღლე ნინი კვერნაძეა. ბუდუს ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც შაი ჰქვია.

ძალიან თბილი და ემოციურია ბუდუ ზივზივაძის მიმართვა ქართველი გულშემატკივრებისადმი, რომლებსაც სურვილი ექნებათ გერმანიაში დაესწრონ საქართველოს ნაკრების თამაშებს: “ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან სახლში გეპატიჟებით…“.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული