spot_img
მთავარიგანსჯის საგანიერთი წელი ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრებიდან: ფაქტები, შეფასებები, ემოციები...

ერთი წელი ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრებიდან: ფაქტები, შეფასებები, ემოციები…

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ ე.წ. ,,უცხოეთის აგენტების’’ კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ,,რუსულ კანონს’’ უწოდებს, საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა, რაც საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

7-9 მარტის საპროტესტო აქციები მწვავე დაპირისპირებებით გამოირჩეოდა. აქციებისა და შემდგომ დღეებში სამართალდამცავებმა ჯამში 130-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო აქციების აქტიური მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი. იგი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. მას აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილების’’ სროლას ედავებიან. კერძოდ, მის მიმართ საგამოძიებო საქმე წარიმართა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება), რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მწვავე იყო მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებები ლაზარე გრიგორიადისთან მიმართებაში:

,,რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი – გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას ,,მოლოტოვის კოქტეილი’’. ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის ვაპატიებთ – ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ვიქნებით უკომპრომისო…’’, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა, ბევრ რამეს ვგულისხმობ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული. ყველანაირი ორიენტაცია არის საინტერესო, როცა შეიძლება, არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორიენტაციასა და პირის ქმედებებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,რადიო თავისუფლებასთან’’ ინტერვიუში, პატიმრობაში მყოფი, ლაზარე ემოციურად აღნიშნავს: ,,ბუნება მენატრება, მეგობრები, ნორმალური საკვები, ცხოველები, სეირნობა, ყველაფერი საერთოდ’’.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც საპატიმროდან გამოგზავნა ლაზარე გრიგორიადისმა, საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს:

,,მარტის აქციებიც მოწმობს, რომ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები შევაცვლევინოთ…

რეალობის შეცვლა კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

მადლობა ყველას თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა დიდ მოტივაციას მაძლევს. წარმატება ყველას უსამართლოებასთან წამოწყებულ საქმეში!’’.

ემიგრაციიდან დაბრუნებული ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ჟურნალისტებთან ყოველთვის ემოციური ინტერვიუებით გამოირჩევა:

,,ძლივს გავძელი რა. ველოდი, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რაღაცა ცვლილება იქნებოდა. აი, ბოლო პიკში უკვე გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა.

რომ ვერ ვეხუტები და ვერ ვუახლოვდები, ძნელია, მაგრამ მაინც კარგია რომ დავინახე, მოვესიყვარულეთ ასე შორიდან’’, – აღნიშნავს თამთა კალანდაძე.

ლაზარეს სასამართლო პროცესი არაერთხელ გადაიდო. ლაზარეს დასკვნითი პროცესი თავდაპირველად 26 თებერვალს უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა, რომ პროცესი მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო გადაიდო. სასამართლოს გადადებას არაერთი აქტივისტი და ცნობილი პიროვნება ემოციური შეფასებებით გამოეხმაურა, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ დამფუძნებელი დავით ჩხობაძე და პარტია ,,ახალის’’ თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,პატიმრობაში დარჩენა, საკანში მყოფი ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან რთულია, რომ ხდება პატიმრობის გაგრძელება. არასწორი და ამორალურია, რომ მოსამართლე შვებულებაში გადის და ჩვენ ხომ არ ვიცით მიზეზი, რა მიზეზით გავიდა შვებულებაში?! ეგ არასწორია და ცხადია, ამ საქმის გადადებას და განაჩენის გამოტანას პოლიტიკური ელფერი აქვს’’, – აღნიშნავს დავით ჩხობაძე.

,,ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით. მოსამართლე ზვიად შარაძე შვებულებაში გავიდა.
ამ უსინდისო ცივსისხლიან ჯალათებს ღამე როგორ სძინავთ, არ მესმის“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს იყო ჩანიშნული, რომელზე დასწრებაც ლაზარემ დისტანციურად გადაწყვიტა, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა დასკვნითი სიტყვის დისტანციურად მოსმენაზე და პროცესი გადადო.
შემდეგი პროცესი 8 აპრილს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

როგორც ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებს – ,,ლაზარე იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს. საკუთარი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ჩართულიყო ონლაინ’’.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...