პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში:
,,ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია.
იგი, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი ჩართული არის პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი.
რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, მაგალითად, რაზე საუბრობს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, შიდა საქმე.
მერწმუნეთ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც პარტიის წესდებით არის გათვალისწინებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე