შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისერგო ჩიხლაძე 5 კონკრეტული შეკითხვით მიმართავს ცალკეულ უწყებებს...

სერგო ჩიხლაძე 5 კონკრეტული შეკითხვით მიმართავს ცალკეულ უწყებებს სუს-ის მიერ განხორციელებული დაკავებების ფაქტის შემდეგ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სს „ვიანის“ ყოფილი თანამშრომლების დაკავების საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და საკითხთან დაკავშირებით ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამის უწყებებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:

კითხვა #1: აღნიშნულ პერიოდში (2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ზაფხულამდე) 2 წელზე მეტი ემთხვევა კოვიდის პერიოდს. კოვიდის პერიოდში კლინიკებს არანაირი დაინტერესება არ/ვერ ექნებოდათ გარიგებაში შესულიყვნენ ვინმესთან კლინიკების დატვირთვის მიზნით. პირიქით იყო ეს, პირიქით, ადგილები არ იყო კლინიკებში, ნემსი არ ჩავარდებოდა. ინტერესი, რომ ადგილები თავისუფალი მაქვს და მეტად დავიტვირთო არ იდგა საერთოდ. თუ ინტერესი არაა, გარიგება რაში იყო? კითხვა სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვის სამინიტროს, უშიშროებას და ა.შ.

კითხვა # 2: სასწრაფოების მიერ პაციენტების კლინიკებში გადანაწილების პროცესი ავტომატიზირებული არ არის? ალგორითმი არ არსებობს, პაციენტის მდგომარების მიხედვით ვინ რამდენ წუთში და სად მიიყვანოთ? თუ არ არსებობს, ეს არის ისევ და ისევ სახელმწიფოს დიდი ჩავარდნა. თუ არსებობს, 2, 5 ან 100 ექიმი ამას თვითნებურად გვერდს ვერ აუვლის, სისტემა არ მისცემს ამის საშუალებას. და თუ მაინც აუვლის, მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი ეხმარება ამაში. აქაც კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს და არა ექიმებს.

კითხვა #3: აზარაშვილის დატოვებულ სკანდალზე რა ხდება? მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი შესყიდვებით, შემოწმებით, შემოტანით, გარანტიების გაცემით და ა. შ. რომ იყო ჩართული ონკოპაციენტების წამლებზე? ეს გამოიძიეთ? ამაზე რა ხდება? კითხვა უშიშროებას.

კითხვა #4: რამის გადაფარვას ხომ არ ფიქრობთ ამ დაკავებებით? კითხვა სამინისტროს და უშიშროების სამსახურებს.

და ბოლოს, კითხვა #5: რეგიონებში და სოფლად, ექიმების და ექთნების დიდი ნაწილი მიზერულ ხელფასებზე რომ არსებობენ ამაზე რა პოლიტიკა ან ხედვა გაქვთ? კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ინფორმაციისთვის: “სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...