ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“ჯორჯიან ეარვეისი” გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი“, ფეხბურთის მოყვარულებსა (და არა მარტო) ევროპის ჩემპიონატის დღეებში, გერმანიის ცალკეულ ქალაქებში დამატებითი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:

ძვირფასო მგზავრებო!

🥳🙌🏻🇬🇪 სიხარულით გაცნობებთ, რომ ,,ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.

✈️🇬🇪⚽️ ავიაკომპანია კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას!

🇬🇪✈️🇩🇪 ,,ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

🙌🏻 პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

👉🏻 თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
👉🏻 თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
👉🏻 თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

🙌🏻 პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

✅ ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

❤️✊🏻🇬🇪 ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული