საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან, ,,ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით და ოპოზიციაში გადასვლას უწინასწარმეტყველებს მას:
,,[,,ქართული ოცნება”] ჯერ დამარცხებული არ არის, სამწუხაროდ, გაკოტრებულია პოლიტიკურად და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იმისთვის არის, რომ იურიდიულად გავაფორმოთ მათი პოლიტიკურად გაკოტრება და გავუშვათ ოპოზიციაში. დავაკვირდეთ როგორი ოპოზიციონერი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე’’,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი