ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ფოტოს აქვეყნებს, გადაღებულს შვილებთან ერთად და განსაკუთრებულ პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს მის მიმართ:
“დიახ, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი რომლის მხრებზე უდიდესი ტვირთია საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ურთულესი გზის გავლა და სამშვიდობოზე გაყვანა, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და რაც მთავარია დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სუვერენიტეტის გამყარება ქვეყნის გაერთიანებით!!!
გაუძლებს, შეძლებს და საქართველოს ისტორიაში წარმატებულ დღეებს ჩაწერს!!!
ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი, აღფრთოვანებული მისი ინტელექტით, არაჩვეულებრივი იუმორით!
წარმატებები მინდა ვუსურვო, რადგან მისი წარმატება თანაბარია ქვეყნის წარმატებასთან!!!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.