spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან ზუსტად ჩვენმა...

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან ზუსტად ჩვენმა სწორმა, სახელმწიფოებრივმა და კონსტრუქციულმა პოზიციამ გამოიწვია ასეთი მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმ მთავარ წინაპირობაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც კონგრესმენების მხრიდან პირდაპირი რეკომენდაცისა და ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ თუკი მმართველი პარტია უცხოელი კოლეგების რჩევებს არ გაითვალისიწინებს, მათ მიმართ შესაძლოა მკაცრი შედეგები დადგეს:

„ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მეხუთე რაუნდი იქნება, დიპლომატები როცა დანიშნავენ, ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ ამ შეხვედრაზე, რადგან ზუსტად ჩვენმა სწორმა, სახელმწიფოებრივმა და კონსტრუქციულმა პოზიციამ გამოიწვია ასეთი მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე.

კონგრესმენები, სენატორები პირდაპირ წერენ სრულ მხარდაჭერაზე ჩვენს მშვიდობიან პროტესტზე. ასევე, არის ევროპარლამენტში გამოსვლები. ამიტომ ჩვენ კონსტრუქციულად მივალთ, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებული წინაპირობა. ასეთი წინაპირობა ორია: პირველი, პირდაპირი რეკომენდაცია და მითითება სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან და მეორე – ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ მხარეებს შორის კომპრომისულად უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემა. თუ ეს არ მოხდება, არჩევნების შეფასების დროს იქნება სწორედ ეს სახელმძღვანელო პრინციპი.

აქედან გამომდინარე, სხვა გზა გარდა იმისა, რომ კომპრომისზე წავიდეს, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო დონეზე, არა მხოლოდ განცხადებები. არავის ეგონოს, რომ ეს წერილები მხოლოდ განცხადების საფრთხეს შეიცავს, ეს წერილები შეიცავს იმას, რომ პერსონალურად მათზე და არა სახელმწიფოზე აუცილებლად იქნება სანქციებიც, გაფრთხილებებიც, აკრძალვები ამ ქვეყნებში ჩასვლის და ძალიან ბევრი სხვა მექანიზმი, რომელსაც გამოიყენებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...