კვირა, მაისი 25, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რამ გაგვამარჯვებინა: ბრძოლის და გამარჯვების ჟინმა და ამისთვის...

“რამ გაგვამარჯვებინა: ბრძოლის და გამარჯვების ჟინმა და ამისთვის ბოლომდე დახარჯვამ” – ხათუნა ლაგაზიძე

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პოლიტ-ანალიტიკურ ჭრილში განიხილავს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე:

რამ გაგვამარჯვებინა:

1. ფსიქოლოგიურმა მედეგობამ – საოცარ წნეხს გაუძლეს ბიჭებმა, განსაკუთრებით პენალტების სერიაში მონაწილეებმა!;

2. ბრძოლის და გამარჯვების ჟინმა და ამისთვის ბოლომდე დახარჯვამ;

3. გუნდურობამ, როცა საერთო-საქვეყნო საქმეს პირადზე მაღლა აყენებ – ის, რაც გვაკლდა და რაც სახელმწიფოებრივ ერად შედგომისთვის აუცილებელია!

ასე რომ, ძალიან თვალსაჩინო მაგალითი დადეს ბიჭებმა: რა გვჭირდება გამარჯვებისთვის!

და რაც მთავარია, ხედვამ და რწმენამ: მოედანზე გამარჯვებაზე დიდი გამარჯვება იყო, ის რაც ამ მართლაც ოქროს ბიჭებისგან რესპუბლიკის მოედანზე მოვისმინეთ – რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო – საქართველოა; რომ საით მივდივართ – ევროპისკენ! და რომ გამარჯვებული საქართველოს ჰიმნი აუცილებლად სამღერი იყო, თუნდაც ფონოგრამის გარეშე, გულიდან წამოსული, ნაღდი და ალალი!

ამ ბიჭებს აქვთ ხედვა: ევროპული, ერთიანი, გამარჯვებული საქართველოს ხედვა და ამ ხედვისთვის, ასეთი საქართველოსთვის იბრძოდნენ და არა – თამაშობდნენ, გუშინ ისინი მოედანზე! ამიტომაც გაიმარჯვეს!

და არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ იმ საბერძნეთმა გაგვიღო ევროპული წარმატების კარი, რომელმაც ერთ დროს სწორედ სიბრძნის, წინასწარ ხედვის და წარმატების სიმბოლო წაიღო საქართველოდან, რაზეც ევროპული ცივილიზაცია დააშენა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ველურები 3 საათის განმავლობაში რას აღარ გაყვიროდნენ ჩემი სახლის წინ და ჩემს შვილებს...

პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტი ეკა...

“რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცავარა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება სააპელაციო...

“შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები… ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა” – რომან გოცირიძე “რიყის...

ფაქტიურად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი მოხდება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-27 მაისის პერიოდისთვის

23 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...