შაბათი, აპრილი 27, 2024

“120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს… ჩვენ შევძელით და გავახარეთ ქართველი გულშემატკივარი” – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი

26 მარტს საქართველო-საბერძნეთის თამაშზე, ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში მოწინააღმდეგე გუნდი დაამარცხა, რითიც საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.

წარმატებული თამაშის შემდეგ, ჟურნალისტებთან ემოციური შეფასებები გააკეთეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა:

,,უბედნიერესები ვართ, მართლა. არ ვიცი, ესეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს. იმიტომ, რომ 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა… ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ესეთი რამე არსად არ მინახავს, ძალიან დიდი მადლობა.

თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ!”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

 

,,სიტყვებით რთულია ამ ემოციების გადმოცემა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გავახარეთ ყველამ ერთად ქართველი ხალხი. ისინი ამას იმსახურებდნენ! შევხვდებით გერმანიაში…

არამარტო პენალტებზე, ყველაფერზე ბევრს ვმუშაობ და შრომას შედეგი მოაქვს.

ჩვენ ეს შევძელით და გავახარეთ ქართველი გულშემატკივარი. ძალიან ბედნიერი ვარ მათ გამო, რადგან ისინი იმსახურებდნენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს!”, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული