spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"ამ პროექტის განუხორციელებლობა იყო ძალიან დიდი დანაშაული იმიტომ,...

“ამ პროექტის განუხორციელებლობა იყო ძალიან დიდი დანაშაული იმიტომ, რომ ყოველდღიურად უდიდესი ზიანი ადგება როგორც გარემოს, ასევე განსაკუთრებით ადამიანებს” – ირაკლი ნადირაძე ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით

ლილოს ნაგავსაყრელი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. პრობლემის თაობაზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება თბილისის მერიამ. კახა კალაძემ 4 თვის წინ აღნიშნა, რომ “ის ვითარება, რაც ჩვენ დღეს ნაგავსაყრელზე გვაქვს, ამ ფორმით შენარჩუნება მიუღებელია“.
თემასთან დაკავშირებით, სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მწვავე შეფასებებს აკეთებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ლილოს ნაგავსაყრელის რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრშია, მისი რეკონსტრუქციისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო (ინფორმაცია თბილისის მერიის ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა), ასევე 2024 წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება, კონკრეტული პროექტებისთვის, მათ შორის, ლილოს ნაგავსაყრელის რეკონსტრუციისთვის. რა შეფასებებს გააკეთებდით ნაგავსაყრელთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე?

– ფაქტია, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო საუბარი იმაზე, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე უნდა აშენებულიყო გაზშემკრები, ასევე მოწყობილიყო დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქ გაუსაძლის პირობებს ფაქტიურად შეამსუბუქებდა იმიტომ, რომ მოსახლეობა არის უმძიმეს მდგომარეობაში.
ნაგავსაყრელის მიმდებარედ ფაქტიურად ის სოფლები, რომლებიც იქ მდებარეობს, ხალხი მუდმივად გამოთქვავს პროტესტს. იმიტომ, რომ ზაფხულში არის წარმოუდგენელი სუნი, ასევე ხდება იქ ჩამდინარე წყლების დაბინძურება.

ჯერ წინამორბედი დავით ნარმანია, შემდგომ უკვე კახი კალაძე მუდმივად საუბრობდნენ, რომ იქ გაზშემკრები და დამატებითი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, ამისთვის ბიუჯეტშიც ითვალისწინებდნენ თანხებს რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის, აღებული იქნა სესხი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.

ასევე კონკრენტულად 2019 წლის 21 ნოემბერს გამოცხადებული იყო ტენდერი, სადაც საუბარი იყო, რომ უნდა აშენებულიყო სწორედ აღნიშნული გაზშემკრები და ინფრასტრუქტურა. თუმცა აღნიშნული ტენდერი 2020 წლის 28 მაისს იქნა შეწყვეტილი. საინტერესოა მიზეზი, რაც ჩაწერეს, რომ ამ ეტაპზე თითქოს აქტუალური აღარ არის აღნიშნული შესყიდვის ობიექტის განხორციელება და ეს ტენდერი შეწყვიტეს.

ფაქტია, რომ მათთვის ეკოლოგიური გარემო არ არის პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ გაიმეტა ის საჭირო თანხა, რათა აღნიშნული პროექტი დასრულებულიყო და დამთავრებულიყო გარემოს ძალიან მძიმე დაბინძურება, რომელიც იქ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

  • გაქვთ თუ არა ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯა 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 17 მილიონი ლარი?

– ფაქტია, რომ ეს პროექტი არ განხორციელდა და როდესაც პროექტი არ ხორციელდება, ის თანხები სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება ხოლმე ბიუჯეტში ან რჩება აუთვისებელი და გადადის ხოლმე შემდეგი წლის ბიუჯეტში, თუმცა ფაქტია, რომ ამ პროექტის განუხორციელებლობა იყო ძალიან დიდი დანაშაული იმიტომ, რომ ყოველდღიურად უდიდესი ზიანი ადგება როგორც გარემოს, ასევე განსაკუთრებით ადამიანებს და ეს ზიანი შეიძლება გამოუსწორებელიც კი იყოს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...