ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 27-29 აპრილის პერიოდისთვის

26 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 27 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.

აპრილის თვე გარკვეულწილად ლარის კურსის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამასთან გამყარების ნიშნებით, გასულ კვირაში კი შეინიშნებოდა ერთგვარი რყევები და მოხდა გაუფასურებაც, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სიტუაცია გამოსწორდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

23 აპრილი – 2.6729;
24 აპრილი – 2.6802;
25 აპრილი – 2.6910;
26 აპრილი – 2.6859.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, თან 0.0099 ლარით და 1 აშშ დოლარი 27 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6760 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

23 აპრილი – 2.8469;
24 აპრილი – 2.8555;
25 აპრილი – 2.8756;
26 აპრილი – 2.8804.

ისევე როგორც წინა ვაჭრობაზე ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0091 ლარით და 27 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8713 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3479 ლარი (გამყარდა 0.0124 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0822 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6758 (გამყარდა 0.0015 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5737 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.8440 ლარი (გამყარდა 0.0731 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9332 ლარი (გამყარდა 0.0086 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6927 ლარი (გამყარდა 0.0134 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2106 ლარი (გამყარდა 0.0128 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.0268 ლარი (გამყარდა 0.0492 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7071 ლარი (გამყარდა 0.0194 ლარით).

აპრილი, რუსულ რუბლთან მიმართებაშიც, ეროვნული ვალუტისთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა და იყო გამყარების ნიშნები, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე გაუფასურების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

23 აპრილი – 2.8628;
24 აპრილი – 2.8670;
25 აპრილი – 2.9082;
26 აპრილი – 2.9145.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი 0.0049 ლარით გამყარდა 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 27 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9096 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული