პარასკევი, ივლისი 4, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაბათუმში ახალი წიგნის "ხალხური თამაშობები აჭარაში" გამოცემა იგეგმება

ბათუმში ახალი წიგნის “ხალხური თამაშობები აჭარაში” გამოცემა იგეგმება

აჭარაში ახალი სახელმძღვანელოს „ხალხური თამაშობები აჭარაში“  გამოცემა იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შე­მო­ნა­ხუ­ლი ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები  ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი მუშაობს. წიგნის გამოცემა მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

 

აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავლად შემოინახა სხვადასხვა სახისა და ხასიათის არა­ერთი ხალხური თამაში. თამაშობანი ხალხური შემოქმედების ნაყო­ფია. ისინი აჭარის მეურ­­ნეობის, ყოფისა და სოციალური კულტურის სარკეა. მათში აისახება მხა­­რის ცხოვრება. ამავე დროს, თამაშობებში ასახულია სულიერი კულტურის, რელიგიური რწმე­­ნა-წარმოდგენების სხვადასხვა მხარე. მათში უფრო მეტი შინაარსი დევს, ვიდრე უბრალო გართობა.

საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბ­­რუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა. პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე,  ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მა­სა­ლი­საგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა.

ყველაფერი ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც“, – აცხადებს ლელა გოგუაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...