ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაიენს სტოლტენბერგის ვიზიტის მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში - ალექსი...

იენს სტოლტენბერგის ვიზიტის მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

17-დან 19 მარტის ჩათვლით მაღალი რანგის რეგიონალური ტური ჰქონდა კავკასიაში „ნატო“-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ამ ვიზიტს ალიანსში უკვე უწოდეს „ისტორიული“, რომელიც შედგა სამ ქვეყანაში: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი (ამ თანმიმდევრობით). „ნატო“-ს მაღალჩინოსანის ჩამოსვლას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სტუმრობა ბაქოში, ხოლო უფრო ადრე თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ვიზიტი შედგა. თუ მიმდინარე მოვლენებს დავუმატებთ იმასაც, რომ ოფიციალურმა ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კარი გაუღო, ხოლო ყარაბაღის სრულად დაბრუნების შემდეგ ბაქო სომხეთისგან კიდევ 8 სოფლის გადაცემას ითხოვს, რომელიც ადრე საბჭოთა აზერბაიჯანის იურისდიქციაში იმყოფებოდა, იკვრება ერთი მთლიანი პაზლი, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც უკრაინაში ომის მსვლელობის გამო, ჩვენს რეგიონშიც გადის.

კოლექტიურმა დასავლეთმა რეალურად დაინახა ის საფრთხე, რომელიც პუტინის რუსეთიდან მოდის. მართალია წლების განმავლობაში ევროკავშირის მოწინავე სახელმწიფოებს, გერმანიასა და საფრანგეთს გააჩნდათ პოზიცია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დალაგების გზით, დაპირისპირებას თავიდან აიცილებდნენ და აშკარად არ იმჩნევდნენ კრემლის იმპერიალისტურ მადას (განსაკუთრებით ეს ითქმის 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით), მაგრამ უკრაინის კონფლიქტმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ პუტინთან დადებულ შეთანხმებას იმ ქაღალდის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ეს ხელშეკრულებაა დაბეჭდილი.

კოლექტიურ დასავლეთისთვის და კერძოდ „ნატო“-სთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა ერთისა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში დაეხმაროს. რადგან უკრაინის დამარცხების შემთხვევაში უშუალო სამხედრო კონფლიქტი მასსა და რუსეთს შორის გარდაუვალია, უბრალოდ დროის საკითხია, როდის მოხდება ეს. „რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს და უკრაინის საბრძოლო ველზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. უმნიშვნელოვანესია, რომ გავაგრძელოთ დახმარების გაზრდა“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა თბილისში სტუმრობისას. სამ ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) მან ერთი და იგივე გზავნილები ჩამოიტანა – „ნატოს“-ს მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევა უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხებაა და თუ პერსპექტივაში ალიანსთა ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გაქვთ ამ მიზნებს გარკვეული ფორმებით ხელისშეშლა არ უნდა შეხვდეს რეგიონში (სავარაუდოდ ძირითადში იგულისხმება სომხურ-აზერბაიჯანული სამხედრო კონფლიქტის გაგრძელება)!

ასევე მნიშვნელოვანია ანალიზისთვის აღვნიშნოთ, რომ მეორე საფრთხე, რომელიც რუსეთის შემდეგ დასავლური ცივილიზაციის მიმართ მოდის, ეს თეოკრატიული ირანია. ოფიციალური თეირანი არ მოერიდება გადაიხადოს ნებისმიერი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ფასი, ოღონდ მიაღწიოს თავის დასახულ მიზნებს, შეამციროს დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენა აღმოსავლეთის სახელმწიფოებზე.

განსხვავებით ჩინეთისა, რომელიც მართალია აშშ-თან აშკარად შესულია სამხედრო-პოლიტიკურ კონკურენციაში, მაგრამ ოფიციალური პეკინისთვის სულ ერთი არ არის ევროკავშირის ბაზარი საკუთარი პროდუქციის გასაღებისთვის. ასევე ჩინურ ეკონომიკაში დღეს არსებული გამოწვევების გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მოცემულობაში სი ძინპინი საკუთარ სახელმწიფოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვისგან თავს აარიდებს. მათ შორის ვხედავთ, რომ ტაივანის თემამაც მეორე პლანზე გადაინაცვლა და დროებით დაკარგა აქტუალობა მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ირანს ეს „შეზღუდვები“ არ აქვს. ამიტომ სავარაუდოდ, უკრაინის ომის პრობლემებით „დაკავებული“ ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსისთვის, ძირითადი ამოცანისგან ყურადღების და ძალისხმევის გადატანის რესურსი ირანსა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკას გააჩნია.

ეს კარგად ესმით კრემლში, ამიტომ ყველანაირად ეცდებიან (განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინასთან ბრძოლის ხაზი რუსეთის შიდა რეგიონებში გადმოინაცვლებს) ირანის გააქტიურებას ხელი შეუწყონ. ამ შემთხვევაში ბრიუსელის ამოცანა იქნება საპირისპირო, მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ოფიციალურ მოსკოვსა და თეირანს გააღვივონ ეთნო კონფლიქტები მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც.

სტოლტენბერგის ამ ვიზიტით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს სურვილი აქვთ გაარკვიონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ოპერაციები რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბურ სახეს მიიღებს (საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შიდა რესურსი არ არსებობს), კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება რამდენად მოხერხდება. კერძოდ მათ აინტერესებთ, სამი სახელმწიფო – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი:

  1. გაიზიარებენ, თუ არა დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც რეგიონში სტაბილურობის მიღწევის გარანტია?
  2. ახალი კონფლიქტების (იგულისხმება ყარაბაღის ომის გაგრძელება) გაღვივებას ხელს შეუწყობენ თუ არა?
  3. ხელს შეუშლიან თუ არა ევროკავშირისთვის კასპიის აუზის ენერგომატარებლების მიწოდებას?
  4. ირიბად ან პირდაპირ ირანს ან რუსეთს „გამოაყენებინებენ“, თუ არა თავს, თავისი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად?

აქედან აშკარაა, რომ კოლექტიური დასავლეთი დაინტერესებულია კავკასიაში მშვიდობით და სტაბილურობით. უკრაინაში მიმდინარე ომის ბედი გადასაწყვეტია. ამიტომ აქ (ჩვენს რეგიონში) ახალი ეთნო კომფლიქტების გაღვივება, მათ ამ მიზანს დააშორებს, სულ თუ არა, გარკვეული ვადით მაინც. მსგავსი სცენარი მიუღებელია „ნატო“-ს წევრი ქვეყნებისთვის, რაც წესით საქართველოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...