ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონები"თუ კი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,...

“თუ კი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არის ზუსტად რუსეთი” – ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით:

,,ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, რეალურად, ვნახეთ კადრები, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთი საკუთარი მილიტარისტული და ექსპანსიური მიზნების გასაფართოებლად იყენებს. ეს არის ძალიან მძიმე.

თუკი ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, საქართველოს სტაბილურობას და განვითარებას, ეს არის ზუსტად რუსეთი.

ამ კონტექსტში რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ექსპანსიონისტური პოლიტიკა და ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რომლებიც ჯერ კიდევ ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული რუსეთს, მთელი ამ სამხედრო შეიარაღების გადატანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორები:
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...