ორშაბათი, აპრილი 21, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და საქართველო...

“საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი!” – გიორგი ვაშაძე

ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
გამარჯვების პლატფორმის ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპარლამენტის კომიტეტიდან მხარდაჭერისთვის მადლობა ევროპელ კოლეგებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ქართველ ხალხს გადაუხადა.
ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა ასევე უკრაინელ ხალხსაც გადაუხადა, რადგან მისი თქმით სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა:

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, 2023 წლის ორი ძლიერი სურათი კვლავ თვალწინ გვიდგას: მამაცი ქართველი დედა, რომელიც აფრიალებს ევროპულ დროშას, ივანიშვილების პარტიის წყლის ჭავლის მიუხედავად.
ხოლო მეორე, ხალხით სავსე ქუჩები და გულწრფელი ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარმოვადგინო საქართველო, რომელიც არის უძველესი ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის, რომ მე თქვენს წინაშე გამოსვლა მიწევს იმ ისტორიული შანსის წინაპერიოდში რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.

მადლობა ამ შანსისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს და მადლობა ჩემს ქართველ ხალხს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისუფლებისა და ევროპისთვის.
მადლობა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენ გადმოგვეცა 9 პირობა დემოკრატიული რეფორმების სახით, სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს მისი შესრულება. ძალიან კარგი გამოცდილება და მაგალითები აქვს ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმების მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომელიც ახლა სამწუხაროდ უსამართლო ტყვეობაშია.

იყო დრო, როდესაც საქართველოს მოიხსენიებდნენ რეგიონის ჩემპიონ ქვეყნად.
სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში არც ახლაა რთული საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, მაგრამ დღევანდელი მთავრობის პირობებში ძალიან გართულდება ამის გაკეთება.

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს ამ 9 პირობას, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ ყველა პირობას, რადგან საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ევროპას.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და სხვა ევროპელ მეგობრებს ამ სტატუსისთვის და შანსისთვის, მადლობა ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის!

დაე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა ერთად შეცვალოს თავისი მომავალი უკეთესობისკენ, ახალი მთავრობით და ახალი იმედით.
საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი! იმიტომ, რომ ევროპა ყოველთვის იყო ქართული იდენტობის ცენტრში. იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...