spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი"გომელაური გამოვიდა და "გარდაცვლილიო"... გარდაცვლილი კი არა, ჩემი...

“გომელაური გამოვიდა და “გარდაცვლილიო”… გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს” – ნიკოლოზ გინტური, თამაზ გინტურის ძმა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური ტვ ,,ფორმულას” ჟურნალისტთან მწვავე კომენტარს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მისი ძმის მკვლელების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით:

,,გუშინ გომელაური გამოვიდა და ,,გარდაცვლილიო”… გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს.

სიების შემდგენებიც თვითონ არიან, წამშლელებიც თვითონ არიან და თუ აინტერესებთ ჩემი ძმის მკვლელობა, გამოიძიებენ კიდევაც. არ იძიებენ, არ აინტერესებთ!

მინისტრის გამოცვლის შემდეგ, საერთოდ აზრი აღარ აქვს ჩვენ მთავრობას რომ მივმართოთ. ჯერ მთავრობა სად არის, სად გვყავს მთავრობა?!

ერთი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგს მივმართოთ, საქმე მზადდება. სიმართლეს გავიგებთ სტრასბურგში!“, – განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.

ინფორმაციისთვის: გუშინ, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა იყო, სადაც ვახტანგ გომელაურმა გინტურის საქმეზეც ისაუბრა და თამაზ გინტურთან დაკავშირებით სიტყვა – ,,გარდაცვლილი” გამოიყენა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...