ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“საპენსიო სესხები უნდა განულდეს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დრო ისაუბრა საპენსიო სესხების განულების საკითხთან დაკავშირებით:

,,მე მინდა უბრალოდ მოგაწოდოთ მონაცემები: 2023 წლის მონაცემებით ქვეყანაში, სადაც დარჩა 3 მლნ-ზე ბევრად ნაკლები, პრაქტიკულად, ამათგან 883 000 ადამიანს, ყოველ მე-3 ადამიანს, აქვს დალომბარდებული ნივთები. იმავე, 2023 წელს ბანკების მოგება იყო 2 მლრდ 700 მლნ, ბანკების მოგება ჩემს მმართველობასთან შედარებით – ზუსტად 4-ჯერ გაიზარდა. 194 ათასი ადამიანი სესხს ვერ იხდის. ეს არის კონკრეტული ადამიანური ტრაგედიები, რაც ხდება.

პენსიონერები – 898 ათასი პენსიონერიდან 360 ათას პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი აღებული, თან იხდის. რეალურად, მათ შეუძლიათ გადახდა მხოლოდ სესხის პროცენტის. სესხის ძირითადი მარჟა რჩება შეუცვლელი.

ე.ი. საპენსიო სესხები უნდა განულდეს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას! ვაიძულოთ ისინი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ წააგებენ არჩევნებს, რომ გაანულონ საპენსიო სესხები.

დღეს პენსიონერს აქვს არჩევანი – მან უნდა იყიდოს ან ხორცი, ან წამალი. ხორცის ყიდვა დღეს საქართველოში საშუალო პენსიონერს უკვე აღარ შეუძლია…“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული