ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რა მდგომარეობაშია საქართველოში ავტო იმპორტი?" - ალექსი ნონიაძის...

“რა მდგომარეობაშია საქართველოში ავტო იმპორტი?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის საქმიანობის ძირითად სფეროდ იქცა. ავტო იმპორტში და მომიჯნავე დარგებში (ავტომობილების მეორადი ნაწილების ბაზარი, ტექ. მომსახურება, სერვისები) სამუშაოდ რამდენიმე ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქეა ჩართული. გასულ წელს საქართველოში 3 234 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 214 310 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, ხოლო რეექსპორტით 2 126 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 107 898 ერთეული გავიდა.

ხშირად ეკონომისტები და ანალიტიკოსები, რომლებიც ამ დარგს აფასებენ, აპელირებენ იმით, რომ ვაჭრობის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა, მათ შორის რეექსპორტი. მაგრამ მათი ყურადღების მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როგორიც გაყიდული ავტომობილების რაოდენობაა. თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს (107 265 ერთ.) 2023 წლისას (107 898 ერთ.) ექსპორტის რაოდენობა არა რამოდენიმეჯერ არამედ სულ 633 ერთეულით არის გაზრდილი, რაც დამეთანხმებით არც ისე დიდი წინსვლაა. ფაქტობრივად ბაზარი კოვიდ პანდემიის შემდეგ თავის ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. რაც შეეხება ვაჭრობის გაზრდილ მოცულობას თუ 2019 წელს ექსპორტში ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 6 831 აშშ დოლარს შეადგენდა. 2023 წლისთვის ამ  მაჩვენებელმა უკვე 2023 წელს 19 709 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდა არა მოგების არამედ თვითღირებულების ზრდით არის განპირობებული. გაიზარდა ლოგისტიკის, ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისა და სერვისის ხარჯები, ტრანსპორტირების ვადა, ასევე ბაზარზე მოთხოვნა არის უფრო ძვირადღირებულ, თანამედროვე და ასაკით დაბალ ავტომობილებზე. შესაბამისად გაზრდილია კაპიტალდაბანდებების მოცულობაც.

რაც შეეხება გასული წლის ანალიზს, რომელმაც თავი ავტო იმპორტიორებში ფინანსური კრიზისით დაგვამახსოვრებინა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ წინა წლებთან (2020-2022წწ.) გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ბაზარი პროფიციტული აღმოჩნდა. გასაყიდად იმაზე მეტი ავტომობილია ვიდრე ბაზარი მას გაიწოვდა. ექსპორტირებული ავტომობილების მცირედი ზრდის პირობებში იმპორტით 2019 წელთან (156 237 ერთ.) შედარებით 2023 წელს (214 310 ერთ) 58 073 ერთეულით მეტი შემოვიდა (ცხრ. 1). თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ამ მაჩვენებლის 3% შიდა ბაზრის ზრდას დაეთმო (პირველადი რეგისტრაცია მზარდია, მაგრამ სრულ სურათს არ გვაძლევს საქმის გარემოებაზე), შეიძლება ითქვას, რომ დამატებით 56 ათასი შემოყვანილი ავტომობილის მიზეზით ბაზარი დგას, ხოლო ავტო იმპორტიორები ზარალზე მიდიან. ამის გამო გასაყიდი ავტომობილების დიდი ნაწილი, ან თავის, ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში იყიდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წელს ავტო იმპორტიორებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ კაპიტალდაბანდებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა, ხოლო მოგების მარჟა შეუმცირდათ, ან საერთოდ ზარალზე მიდიან.

ცხრილი 1. საქართველოში იმპორტირებული და ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა

  2019 2023
ექსპორტი (ერთ.) 107 265 107 898
იმპორტი (ერთ.) 156 237 214 310

 

წყარო: საქსტატი

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ” – ნიკა მელია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 3 წლის წინანდელ...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი,...

“ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას...