spot_img
მთავარისხვადასხვა"იმის მაგივრად, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური სიბერე, პრაქტიკულად...

“იმის მაგივრად, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური სიბერე, პრაქტიკულად ყელში აქვთ წაჭერილი ხელი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლის დროს კომენტარს აკეთებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხალხის მძიმე ყოფაზე ამახვილებს ყურადღებას:

,,თბილისში ცხოვრების დონე, თუ გინდა ოჯახმა იცხოვროს, არის 6000 ლარი. წარმოიდგინეთ, რაზეა ლაპარაკი?! ამასობაში 300 ათასამდე ადამიანს აქვს მხოლოდ 800 ლარამდე შემოსავალი. ძალიან ბევრი ცხოვრობს 50-დან 300 ლარამდე ხელფასით. 300 ლარიანი ხელფასით როგორ უნდა იცხოვრო იმ სიტუაციაში, როდესაც 3-4-ჯერ გაძვირდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება”. 3-ჯერ გაძვირდა ხორცი, გაძვირდა სხვა პროდუქტები.

ბათუმში რომ იცხოვროს სრულფასოვნად ერთმა ოჯახმა, მე ვამაყობ, რომ ბათუმი – როგორც ქალაქი, სრულფასოვნად ჩამოვაყალიბე, მაგრამ უბედურება ამის მეორე ის არის, რომ მას სჭირდება 5900 ლარი. ერთ ადამიანს სჭირდება მინიმუმ 1700 ლარი. ეს არის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების გამოკვლევები. ეს არ არის ჩემი მოგონილი.

თბილისი არის უფრო ძვირი ვიდრე ასტანა, ანკარა და სტამბული. როგორ შეიძლება საერთოდ რამეზე საუბარი, როცა ასეთი შედეგი მივიღეთ?!

ძალიან მარტივია სიტუაცია – ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პირველ რიგში, გავაუქმებინოთ საპენსიო სესხები. ახლა ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ხელმოწერები, რომ გავაუქმოთ საპენსიო სესხები. ეს არის ყველაზე არაადამიანური, ჯალათური ფორმა. იმის მაგივრად, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური სიბერე, პრაქტიკულად ყელში აქვთ წაჭერილი ხელი.

ჩვენ გვყავს 300 ათასი უმუშევარი და ვისაც სამუშაო არ აქვს, მას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ხვალ და ზეგ იქნება უკეთეს სიტუაციაში.

ჩვენ უნდა დავაწესოთ მინიმალური ერთ საათში ანაზღაურება ისე, რომ არცერთი ქართველის შემოსავალი არ იყოს 1000-1500 ლარზე ნაკლები. იმიტომ, რომ ეს არის რეალური საარსებო მინიმუმი საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...