ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ...

“მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი?” – სერგო ჩიხლაძე

„ივანიშვილის ხელისუფლებას და მინისტრებს მინდა ვუთხრა ტენდერებიდან, მონოპოლიებიდან „ატკატებით“ და სხვა სქემებით მიღებული მილიონები აღარ გყოფნით და ახლა ონკოპაციენტების ხაჯზე გადაწყვითეთ გამდიდრება?“ – ასე მიმართა ხელისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, ონკოპაციენტებთან დაკავშირებით მედიაში გასული სკანდალური ფაქტების შემდეგ.

ჩიხლაძის თქმით ყველა კომპონენტში დგინდება ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ბრალეულობა:

მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ სიუჟეტს ონკოპაციენტებზე და წამლებზე, ფაქტებს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ ყველა შეგვძრა.

ივანიშვილის ხელისუფლებას და მინისტრებს მინდა ვუთხრა. სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ აღარ გაქვთ სინდისი? ტენდერებიდან, გზების დაგებიდან, მონოპოლიებიდან „ატკატებით“ და სხვა სქემებით მიღებული ბევრი მილიონი აღარ გყოფნით და ახლა ონკოპაციენტების ხაჯზე გადაწყვიტეთ გამდიდრება?

მაშინ, როდესაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემასთან ერთად დიდი ფინანსური ტვირთია ადამიანისთვის, თქვენ გადაწყვიტეთ მათზე ფულის კეთება? ესეც არ აკმარეთ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჩააგდეთ ყველა ონკოპაციენტი და მათი ოჯახის წევრი, ეჭვის ქვეშ დააყენეთ უკვე მათ მიერ გაწეული მკურნალობის ეფექტურობა და შედეგი. საფრთხეს უქმნით საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალქეებს, რომელებმაც ვინ იცის რის ხარჯზე შეძლეს იქ წასვლა და სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, რომ სიცოცხლე გადაირჩინონ.

იმ ქვეყნებშიც წერთ, რომ უკან გამოაბრუნონ და აქ ყველა სახის ულიმიტო მკურნალობა გაქვთ. მძიმე დაავადების მქონე ადამიანებს უკვე ადეპორტებენ ამ ქვეყნებიდან. და აქ რას ახვედრებთ? სიცოცხლეზე დაწესებულ ლიმიტებს და გაურკვეველი სქემებით შემოტანილ წამლებს? ესეც არ იკმარეთ, ჩირქი მოსცხეთ ჩვენს ექიმებსა და ექთნებს, დათესეთ უნდობლობა სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის.

და ამ დროს ვინ აკეთებს ამ წამლების დიდი პარტიის შესყიდვას? სამინისტრო!

ვინ გასცემს ფინანსურ გარანტიებს? სამინისტრო!

ვინ ამოწმებს ამ წამლებს და მათ დოკუმენტაციას საბაჟოზე? სახელმწიფო!

ასე რომ ერთადერთი პასუხისმგებელი ამ სავარაუდო დანაშაულებრივ სქემაში, არის ივანიშვილის მიერ მართული მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.

ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან არის მომავალ არჩევნებში ივანიშვილის და მისი მინისტრების ხელისუფლებიდან გაშვება. იმ ხალხის გაშვება, რომლებსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ. არც ადამიანების სიღარიბე, არც უმუშევრობა, არც გაზრდილი და გაუსაძლისი ფასები და რაც მთავარია, არც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ოქტომბერში გვეძლევა შანსი, რომ ეს ფულზე დახარბებული ხალხი ჩამოვაშოროთ მმართველობას და ერთად, ჩვენი ერთიანობით, პროფესიონალიზმით და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით შევქმნათ ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...