ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვხედავთ როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ...

“ჩვენ ვხედავთ როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით:

,,სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან, რომ იტყვიან, ადამიანი, რომელსაც, ალბათ, წარმოდგენაც და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ასეთი ადამიანი, რომლის რეიტინგი იყო დაახლოებით 1%, ,,ქართულმა ოცნებამ” ხელი მოკიდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და პრეზიდენტად დასვეს.

რამდენიმე წელიწადში, ჩვენ ვხედავთ როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში და ფერხულში, პირდაპირ მათთან კოორდინაციაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას ძალიან მალე გამოიტანს.

ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...