spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა,...

“ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა და კორუფციული ინტერესების ანარეკლია” – ლაშა ფარულავა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს ქვეყანაში გაზრდილი ფასების შესახებ:

,,ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა მაღალი ფასები და ინფლაციაა, რაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო მმართველობისა და კორუფციული ინტერესების ანარეკლია.

ივანიშვილის გუნდი, საკვები პროდუქციის მაღალ ფასებთან დაკავშირებით, თავს მუდმივად საგარეო ფაქტორებით იმართლებს.

ნიშანდობლივია ის, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ძვირია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია, ეს კი ივანიშვილის პარტიას მდინარაძეულ ტრუსკავეცობაში ამხელს.

ფაქტობრივი მაგალითი ლევან ხაბეიშვილმა და ლევან ანთაძემ გვიჩვენეს, როდესაც სარფის მეორე მხარეს, თურქულ სუპერმარკეტში არსებულ დაბალი ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს.

შეგახსენებთ გასული წლის ინფლაციის მაჩვენებლებს, მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია: თურქეთში 59%, აზერბაიჯანში 12.2%, რუსეთში – 4.3%, ხოლო სომხეთში დეფლაცია -0.2% იყო.

ანუ თუ საგარეო ფაქტორები მთავარი გამოწვევაა, მაშინ თურქეთში უფრო მაღალი ფასები უნდა იყოს ვიდრე საქართველოში, მაგრამ ფაქტია რომ სარფის მეორე მხარეს ორჯერ უფრო იაფია საკვები პროდუქცია.

მაგალითად სომხეთში იმპორტირებული პროდუქცია საქართველოს გავლით შედის, თუმცა პირველადი მოხმარების სასურსათო კალათა იქ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვენს ქსელურ სუპერმარკეტებში.

ანუ ლოგიკურად ჩვენთან მაღალ ფასებს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის კლანთან.

ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვამ და მისი პარტიის გავლენიანმა პირებმა გადაინაწილეს მთელი ქვეყნის რესურსები და ეკონომიკა.

ისინი მდიდრდებიან ოლიგოპოლიური მოდელითა და საშუამავლო ბიზნეს სქემებით, სწორედ ივანიშვილის მმართველობის ეს მახინჯი კონსტრუქცია გვიძვირებს ცხოვრებას და გვაღარიბებს.

ამის პირდაპირი მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ დენის, გაზის, წყლის და დასუფთავების კომუნალურ ქვითრებზე, მათ შორის საწვავისა და თამბაქოს შეძენისას, ასევე სააფთიაქო ქსელებში.

საილუსტრაციოდ შეადარეთ ფასები რა იყო 2012 წლამდე და რა არის 12 წლის შემდეგ, ან რატომ გაძვირდა ასე ცხოვრება?

პასუხი მარტივია, შემოდგომის გარდამტეხი არჩევნები!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა ფარულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...